ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ფოთის მერია ავრცელებს. რეაბილიტაციისთვის 770 ათასამდე
ლარი დაიხარჯება. შესაბამისი
ტენდერი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა, რომელშიც შპს „იმედმა“ გაიმარჯვა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, თანხის 95 %-ს ცენტრალური მთავრობა რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან გამოყოფს, დარჩენილი ნაწილი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
ამავე ინფორმაციით, გამარჯვებულმა კომპანიამ სხვადასხვა სამუშაო უნდა შეასრულოს, მათ შორის, მოაწყოს სარეპეტიციო დარბაზი, კაფე-ბარი, ადმინისტრაციული ოთახები, კაფე-ბარი, სამაყურებლო დარბაზი, ვესტიბიული და სხვა.
ამასთან, სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 9 თვეში უნდა დასრულდეს.
ფოთის თეატრი ექსპლუატაციაში 2014 წელს შევიდა. გასულ წელს კი ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შენობა სახიფათოა.
მასალის გამოყენების პირობები