ზუგდიდის ავტოპარკს კიდევ 4 ერთეული თანამედროვე სტანდარტების ავტობუსი შეემატა, რომლებიც ოთხი სხვადასხვა მიმართულებით იმოძრავებს.
მერიის ინფორმაციით, ხვალიდან, 9 მაისიდან აღნიშნული ტრანსპორტით მგზავრები შემდეგი მიმართულებებით ივლიან:
ზუგდიდი - ცაცხვი;
ზუგდიდი - ინგირი;
რკინიგზის სადგური- ფაიფური;
რკინიგზის სადგური - წისკვილკომბინატი. ამასთან, მოქალაქეებს ახალ ავტობუსში გადახდის ელექტრონული სისტემით სარგებლობა შეეძლებათ.
მანამდე, რამდენიმე დღით ადრე ზუგდიდში კიდევ ოთხი
ახალი ავტობუსი შემოიყვანეს. სულ მუნიპალიტეტის ტერიტორიაზე, ივნისის ბოლომდე 15 ახალი ავტობუსი იმოძრავებს.
მასალის გამოყენების პირობები