მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი: არჩევნებს „ოცნება“ უღვთოდ აყალბებს (ვიდეო)
16:37 / 09.05.2019
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის თენგიზ ჯგუშიას მტკიცებით, ხელისუფლება ზუგდიდში არჩევნებს სხვადასხვა მეთოდით აყალბებს. ამის შესახებ კანდიდატმა მერიის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ჯგუშიას თქმით, მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ტერორი ადამიანებზე, მათი დაშინება და მოსყიდვა.
„„ჩვენ გვაინტერესებს რა გაუკეთებიათ აქამდე, რატომ იყრიან კენჭს, რა დამსახურებები ჰქონდათ საზოგადოებრივ ასპარეზზე. როდის აუმაღლებიათ უსამართლობის წინააღმდეგ ხმა და ა.შ.“ოცნება“ უღვთოდ აყალბებს არჩევნებს ფსიქოლოგიური ტერორით,ხალხის დაშინებით და მოსყიდვთ.აი, კონკრეტულად დღეს ადამიანები შეხვედრაზე არ მოდიან იმის გამო,რომ ოცნება სეზონურად სიყალბით ასაქმებს ადამიანებს აგიტატორობაში, კოორდინატორობაში და თავის წინასაარჩევნო მანიპულაციებში“, - თქვა ჯგუშიამ.
მან ზუგდიდელებს მოუწოდა, არ დაუჭირონ მხარი მმართველი პარტიის მერობის კანდიდატს გიორგი შენგელიას და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში მათ მოღალატეებად მიიჩნევს.
„გინდათ გამარჯვება? დაამარცხეთ შიში. გინდათ თავისუფლება? ნუ გახდებით ოცნების მათთვის ხმის მიცემას 19-ში, ზუგდიდის წინაშე იქნება დამნაშავე.მომავალ თაობებს უზღუდავთ თავისუფლებას“, - მიმართა მან ზუგდიდელებს.
თენგიზ ჯგუშიამ ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ ფაშიზმზე გამარჯვებით მოპოვებული თავისუფლება ხელისუფლებამ ფეხქვეშ გათელა და საკუთარ მოსახლეობას, ჯგუშიას სიტყვებით, „ქართველ ხალხს დაუბრუნდა ფსიქოლოგიური ფაშიზმი“. ჯგუშიასთან ერთად ბრიფინგზე მისი მხარდამჭერებიც იმყოფებოდნენ, რომთაც ხელში ეჭირათ ტრანსფარანტები წარწერებით: „მართე შენი ზუგდიდი შენს რჩეულთან ერთად“, „გაამარჯვებინე უკეთესს-ჯგუშია უჯგუ“, „მათი დრო წავიდა, ახლა ხალხის მსახურების დროა“.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები