სენაკის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორი იამზე დგებუაძე ამბობს, რომ ჰოსპიტალში სკოლიდან 24 ბავშვია შეყვანილი. როგორც დგებუაძემ რადიო
„ათინათს“ უთხრა, ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„24 ბავშვი შემოიყვანეს, 18 სასწრაფომ მოიყვანა, 6 თვითონ მოვიდა. თავიდან 4-5 ბავშვის მდგომარეობა იყო არადამაკმაყოფილებელი, დანარჩენები უფრო სტრესულ მდგომარეობაში იყვნენ. სავარაუდოდ, ინტოქსიკაციაა, თუმცა ვერ გეტყვით, რას შეეძლო გამოეწვია“, - აღნიშნა დგებუაძემ.
მისივე ინფორმაციით, მოსწავლეები საავადმყოფოში ტოქსიკოლოგის ჩასვლამდე დარჩებიან, რომელიც ზუგდიდან გამოიძახეს.
ამავე თემაზე:
სენაკში მოსწავლეების ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მასალის გამოყენების პირობები