სენაკის ბავშვთა პოლიკლინიკაში მეორე საჯარო სკოლიდან გადაყვანილი 24 მოსწავლიდან ერთი სტაციონარში რჩება. რადიო
„ათინათს“ პოლიკლინიკის დირექტორმა
იამზე დგებუაძემ უთხრა, რომ პაციენტებს გაურკვეველი ნივთიერებით ინტოქსიკაცია დაუდგინდათ.
„ტოქსიკოლოგის რჩევით, ბავშვები გავწერეთ ბინაზე. ჯერჯერობით, ერთ-ერთი გოგონა, დავტოვეთ, თუმცა, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - გვითხრა დგებუაძემ.
სენაკის
ბავშვთა საავადმყოფოში სკოლიდან
24 ბავშვი დღეს შეიყვანეს, რომელსაც თავბრუსხვევა, გულისრევა და მოთენთილობა აღენიშნებოდა.
შს სამინისტრომ გამოძიება
124-ე, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები