სამეგრელოში მევენახეობის განვითარებისთვის საქართველოს მთავრობა სუბსიდირებას გაზრდის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ
აგრო-ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ მიმართულებით სახელმწიფო სპეციალურ პროგრამას დაიწყებს.
„სამწუხაროდ, ეს პროგრამები დღემდე არ არსებობდა,
სამეგრელოში უნიკალური ჯიშებია და ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა განვახორციელოთ ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობაში“,- აღნიშნა ბახტაძემ.
მისივე თქმით, რეგიონს სწორედ სოფლის მეურნეობის მიმართულებით უნიკალური პოტენციალი აქვს, რომ წარმატებული იყოს.
მასალის გამოყენების პირობები