„ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში დამოუკიდებელი კანდიდატის თენგიზ ჯგუშიას ბრალდებებს უარყოფენ.
შტაბში რადიო
"ათინათს" უთხრეს, რომ მათგან სხვა კანდიდატის პლაკატების ჩამოხევის ან გადაწებვის დავალება არ გაიცემა.
„ჩვენი კანდიდატის პლაკატების ჩამოხევისა და გადაწებვის ფაქტები არის მრავლად. რაც შეეხება იმ ბრალდებას, რომ „ქართული ოცნების“ შტაბიდან დამოკიდებული კანდიდატის პლაკატებზე, ჩვენი კანდიდატის პლაკატის გადაკვრის დავალება გაიცემა, სიცრუა“, - აცხადებენ მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში.
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი თენგიზ ჯგუშია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს მისი პლაკატების ჩამოხევასა და გადაწებვაში
ადანაშაულებს.
ამავე თემაზე:
თენგიზ ჯგუშია: ჩემს პლაკატებზე შენგელიას პლაკატებია გადაკრული
მასალის გამოყენების პირობები