ზუგდიდში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 2019 წლის 14 მაისს მომხდარი ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დღეს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში კიდევ ერთი პირი მიეცა.
ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ შს სამინისტროში უთხრეს. უწყების განმარტებით, 1985 წელს დაბადებულ მ. ც.-ს ჯგუფურად, ორი პირის მიმართ, განხორციელებულ ძალადობას ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარედგინა ბრალი. ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო იმსჯელებს.
14 მაისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ასევე პასუხისგებაში მიეცა ტელეკომპანია „ოდიშის“ ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი ლევან თორია, ხოლო გელა კვარაცხელია წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
ამავე თემაზე:
„ოდიშის“ ჟურნალისტს ბრალი ძალადობის მუხლით წარუდგინეს
სანდრა რულოვსის ჩაწერისას მომხდარ ინციდენტში მონაწილეს პატიმრობა შეეფარდა
მასალის გამოყენების პირობები