შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ 73-ე სესიის ფარგლებში, საქართველოსა და
44 ქვეყნის მიერ ინიცირებულ
რეზოლუციას „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გამოეხმაურა.
„ყურადსაღებია, რომ რეზოლუცია თავისთავად მოუწოდებს შესაბამის ფორმატებს და მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, რომ ეს საკითხი არსებითად განიხილოს. ანუ, რეზოლუციით არ ხდება ამ საკითხის იმპლემენტაცია. იგი მხარდამჭერი დოკუმენტია და პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას აფიქსირებს, ხოლო პროცესი, რა თქმა უნდა, ძალიან კომპლექსურია. ართული მხარე მზადაა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში ეს საკითხი ყველა ასპექტით განიხილოს. მთავარი ის გახლავთ, რომ ამ რეზოლუციით კიდევ ერთხელ ვამბობთ - მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ეს ვინმეს, უნდა თუ არა დღეს ამ საკითხზე საუბარი, დევნილთა დაბრუნების უფლება განუყოფელია საერთაშორისო სამართლით და მათ ამ უფლებას ვერავინ წაართმევს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები