ზუგდიდის მერიას სკეიტ პარკში მდებარე ყინულის სასახლის ტერიტორიის გაყიდვა სურს, რის შესახებაც მან საკრებულოს უკვე მიმართა. როგორც რადიო
„ათინათს“ ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის
კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ლაგვილავამ უთხრა, კომისიის უმრავლესობამ საკითხის საკრებულოს ხვალინდელ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.
„მერია შემოვიდა წინადადებით, რომ საკრებულომ მისცეს თანხმობა ყინულის სახლის ტერიტორიის გაყიდვის 7 მილიონზე მეტ ლარად. ასევე, ინვესტორს, რომელიც შეიძენს მას, ექნება ვალდებულება, 8 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს. რაც შეეხება ყინულის სახლს, მას შემდეგ, რაც ინვესტორი 200 000 ლარს გადაიხდის, მერია კონსტრუქციას სხვა ადგილას თავად გადაიტანს“, - აღნიშნა ლაგვილავამ.
ყინულის სასახლის ადგილას კომპანია
m² სამსართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ სასტუმროს პროექტის პრეზენტაციაზე 25 ნოემბერს ისაუბრა. როგორც ბურდილაძემ აღნიშნა, მას ამ საკითხზე ზუგდიდელების
აზრი და შეფასებები აინტერესებს. მისი თქმით, სასტუმრო იქნება საერთაშორისო ბრენდის და ის ხელს არ შეუშლის დადიანების სასახლის ხედს. ადგილობრივების ნაწილი სკეიტ პარკის მიმდებარედ ყინულის სასახლის ადგილას სასტუმროს აშენების წინააღმდეგია. ისინი თვლიან, რომ რეკრეციულ ზონაში მსგავსი მშენებლობა მიზანშეწონილი არ არის.
მასალის გამოყენების პირობები