ბეჩოში, მდინარე დოლრაში გადავარდილ ავტომობილში ორი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამ წუთებში ადგილზე მათ ამოსაყვანად სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.
ინფორმაცია რადიო
"ათინათს" მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა დაუდასტურა.
25 წლამდე ასაკის მამაკაცების სამძებრო სამუშაოები გამთენიისას განახლდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო სამსახურებს ჯგუფები ადგილზე ზუგდიდიდან და ქუთაისიდან იყო დამატებული. ცოტა ხნის წინ მდინარეში ავტომობილი იპოვეს. მის ამოყვანას ჯერ სპეციალური ტექნიკით, შემდეგ კი მაშველები საკუთარი ძალებით ცდილობდნენ.
ბეჩოს ხიდთან,
ავტომანქანა,
სავარაუდოდ, მდინარეში 7 ივნისს, ღამით გადავარდა.
მასალის გამოყენების პირობები