ზუგდიდის მერს გიორგი შენგელიას, ჯერჯერობით, არ აქვს კონკრეტული პასუხი საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საკრებულოს მიერ მისი
უფლებამოსილების ცნობის შემდეგ უთხრა.
შენგელიას თქმით, საკითხზე კონსულტაციები გუნდის შიგნით გაიმართება.
„შევუდგებით კონსულტაციებს გუნდში. რაც შეეხება ვიცე მერს, ვინც უნდა იყოს, იქნება გუნდის
ღირსეული წევრი, რომელიც ზუგდიდელებს წაადგება გამოცდილებით, პროფესიონალიზმით, კარგი განათლებით. დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებთ ზუგდიდელებისთვის მისაღებ გადაწყვეტილებას. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ. კონკრეტულად ამ ეტაპზე პასუხი არ მაქვს“, - აღნიშნა
შენგელიამ. უფრო ადრე მან
რადიო „ათინათს“ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით უთხრა, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს. მისივე თქმით, მერის მოადგილის თანამდებობას მაიზერ ნანავა შეინარჩუნებს. გეგა შენგელიამ ვიცე მერი და რამდენიმე სამსახურის უფროსი უნდა დანიშნოს.
მასალის გამოყენების პირობები