აფხაზეთის და ფაქტო რესპუბლიკის კურორტებისა და ტურიზმის სამინისტრო, 14 ივნისს, რიწის ტბასთან მომხდარ ინციდენტს
და ბოლო დროს, საექსკურსიო მარშრუტებზე გახშირებულ სხვა პროვოკაციებს გამოეხმაურა. უწყება აფრთხილებს ყველა ტუროპერატორს, შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს თავის პერსონალს და ასევე, მძღოლებს, რათა მათ, არასტანდარტული სიტუაციების დროს და ტურისტების მხრიდან პროვოკაციული ქმედებების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცავებს, წერს „აბხაზია ინფორმი“.
ინციდენტი, რომელიც რიწის ტბასთან მოხდა, ერთ - ერთმა ტურისტმა გადაიღო, ვიდეოზე ჩანს, თუ როგორ დაესხნენ თავს ადგილობრივი მცხოვრებლები დამსვენებელს, რომელსაც შოტლანდიური კილტი (ქვედა ბოლო, რომლესაც მამაკაცები ატარებენ) ეცვა და მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
გამოცემა წერს, რომ ვიდეოს ფეისბუკის აფხაზური სეგმენტის მომხმარებელთა მწვავე რეაქცია მოჰყვა. მათი ნაწილი გმობს მომხდარს და თვლის, რომ ეს დაპირისპირება დადგმული სპექტაკლია ორი ახლგაზრდა მამაკაცის მონაწილეობით, რა დროსაც ერთი იღებდა, ხოლო მეორე კამერაზე „მუშაობდა“. სოციალურ ქსელში წერენ, რომ ეს არის აფხაზური კურორტების დისკრედიტაციისკენ მიმართული პროვოკაცია.
ამავე თემაზე:
აფხაზეთში ადგილობრივებმა ტურისტი შოტლანდიური კილტის ტარების გამო სცემეს (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები