ზედაეწერის საბავშვო ბაღში ხუთი წლის აღსაზრდელზე ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ ინგა ვეკუას საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში არასრულწლოვნის დედა და ბრალდებული დაიკითხნენ.
ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ ვეკუას უფლებადამცველმა უთხრა. ადვოკატის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე 17-ზე მეტი მოწმე უნდა დაიკითხოს.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბაღის აღმზრდელს სამსახურეობრივი უფლებამოსილება უკვე
შეუჩერდა.მშობელი მასწავლებელს 5 წლის ბავშვზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, აღმზრდელის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის და ბავშვზე ხელით შეხების ფაქტს თვითონაც შეესწრო.
შს სამინისტრომ მასწავლებელს ბრალი 126-ე, ძალადობის მუხლით
წარუდგინა.
მასალის გამოყენების პირობები