15 წლის გოგონა, რომელიც ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე შუქნიშანთან ავტომანქანა დაეჯახა, კონტაქტურია. მას შესაბამისი კვლევები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უტარდება.
როგორც რადიო
"ათინათს" ჰოსპიტალში უთხრეს, წინასწარი დათვალიერებით მას მოტეხილობები არ აღენიშნება.
თვითმხილველების ინფორმაციით, გოგონა წითელზე გადმოდიოდა, რა დროსაც მას opel-ის მარკის ავტომანქანა დაეჯახა.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში მოზარდს ავტომანქანა დაეჯახა (ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები