ჩხოროწყუს მუნიციპალიტიტეტის რამდენიმე სოფელში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლების ეზოები დაიტბორა.
ამის შესახებ რადიო
"ათინათს" ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, წაღებულია სახნავ-სათესი სავარგულების ნაწილიც.
"ასეთი მდგომარეობაა ძირითადად, ქალაქში, მუხურში, ხაბუმეში. ჯერჯერობით, სხვა ინფორმაცია არ გვაქვს", - აღნიშნა გოგუამ.
მისივე ინფორმაციით, ჩხოროწყუში ამ წუთებშიც წვიმს.
ამავე თემაზე:
ძლიერმა წვიმამ წალენჯიხის მოსახლეობა დააზარალა
მასალის გამოყენების პირობები