ზუგდიდში ჭიდან მიწაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს (ფოტო, ვიდეო)
01:02 / 31.07.2019
ზუგდიდში, მედეას ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელ სახლში მდებარე ჭიდან მაშველებმა ჭის ხელოსნებთან ერთად რამდენიმე წუთის წინ მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. სამაშველო ოპერაცია,
დაახლოებით, 13 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ადგილზე ჯომიდავას ოჯახის წევრები და ახლობლები არიან შეკრებილები. "ჭა იყო ძალიან ვიწრო და მაშველებსა და დამხმარეებს უამრავი მიწისა და თიხის ამოტანა დასჭირდათ. ყველაფერი გააკეთეს მათ. დაღუპული ჩემი ახლობელია, აფხაზეთიდან დევნილია და მთელი ცხოვრება ამ საქმეს აკეთებდა”,-თქვა დაღუპულის ნათესავმა ჯონი ჯომიდავამ.
ცხედარს შემთხვევის ადგილიდან ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ. 72 წლის აფხაზეთიდან დევნილი მამაკაცი, შვილთან ერთად, წის წმენდის სამუშაოებზე დაიქირავეს. მას შემდეგ, რაც მამაკაცი ჭაში ჩავიდა, მისი შვილის ინფორმაციით, მიწა ჩამოიშალა და ის ქვეშ მოიყოლა.
მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები