ზუგდიდში, საკანალიზაციო სამუშაოების დროს მიწის ქვეშ მოყოლილი ორივე მუშის მდგომარეობა, მედიკოსების ინფორმაციით, სტაბილურია.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას თქმით, ისინი კონტაქტურები და ადეკვატურები არიან. მათ ამ წუთებში კვლევები უტარდებათ და სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი დაზიანებები არ აქვთ.
ჩიქობავას ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით შსს-მ
გამოძიება 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
დაახლოებით, ერთი საათის წინ, საკანალიზაციო სამუშაოების დროს, კონსტრუქციებმა მიწა ვეღარ შეაკავა და
ჩამოიშალა, რის შედეგადაც ორი მუშა მიწის ქვეშ ნაწილობრივ მოყვა. მაშველებმა მათი ამოყვანა, დაახლოებით, 40 წუთის განმავლობაში
მოახერხეს.
მასალის გამოყენების პირობები