უშგულში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია დილიდან განაახლეს. მათ საავტომობილო გზა ამ წუთებში ხელმეორედ ჩაკეტეს.
უშგულელები ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა, ამ დრომდე მათ არავინ შეხვედრია.
მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა რადიო
„ათინათს“ უთხრა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უშგულში ჩასვლასა და ადგილობრივებთან შეხვედრას 25 აგვისტოს გეგმავს. ის ამბობს, რომ ამის შესახებ, ადგილობრივები ინფორმირებულები არიან.
უშგულელებმა პირველი საპროტესტო აქცია 12 აგვისტოს გამართეს. აქციის მონაწილეები სოფელში არსებულ პრობლემების მოგვარებას, პირველ რიგში კი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას ითხოვენ. მათ მესტიის მერთან შეხვედრაზე
უარი განაცხადეს და აღნიშნეს, რომ მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან სურდათ მოლაპარაკებები.
ფოტო: მარიამ ხაჭვანი
მასალის გამოყენების პირობები