ზუგდიდში ავტოავარიისას დაშავებული მოზარდს სხეულზე მხოლოდ ნაკაწრები აღენიშნება, მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.
ამის შესახებ რადიო
"ათინათს" ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ უთხრა.
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვართან, ზებრაზე ქვეითად მიმავალ მოზარდს ავტომობილი დღეს, 10 სექტემბერს
დაეჯახა.შს სამინისტროში რადიო
"ათინათს" უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები