რუსეთის პატრიარქმა კირილემ რაულ ხაჯიმბას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევის თაობაზე წერილი გაუგზავნა და ხელახლა
"გაპრეზიდენტება" მიულოცა.
"პატივცემულო რაულ ჯუმკოვიჩ, მიიღეთ გულითადი მილოცვა, საპასუხისმგებლო პოსტზე თქვენს ხელახლა არჩევასთან დაკავშირებით. აფხაზეთის "მოქალაქეები" თქვენ გიკავშირებენ საკუთარი ცხოვრების დონის ამაღლების იმედებს, პოზიტიურ ცვლილებებს სოციალურ და ეკონომიკური სფეროში, ქვეყნის მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების თვალსაზრისით. ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო საქმიანობაში, თქვენ, როგორც ადრე, მნიშვნელოვან ყურადღებას მიაქცევთ ქრისტიანული ტრადიციების სულიერ, მორალურ და პატრიოტულ აღზრდას და საზოგადოებრივ თანხმობას. გისურვებთ ჯანმრთელობას, უფლის წყალობას და წარმატებებს შრომაში, სრულიად აფხაზეთის ხალხს კი ვუსურვებ კეთილდღეობასა და მშვიდობას", - აღნიშნულია მისალოც ტექსტში.
მასალის გამოყენების პირობები