აფხაზი ახალგაზრდები „გამარჯვების დღის" მსვლელობებით აღნიშვნას გეგმავენ. პირველი აქციის, "გმირთა ბილიკებით", მონაწილეები 29 სექტემბერს მოაწყობენ
მსვლელობას ფსოუდან სოხუმამდე, სადაც 30 სექტემბერს „გამარჯვების აღლუმში“ მიიღებენ მონაწილეობას, წერს ადგილობრივი მედია.
აქციის ორგანიზატორების ნარ ტანიას და ალიას გოლანძიას ინფორმაციით, ისინი დაღუპული მეომრების მემორიალებთან შეჩერდებიან და ყვავილებით შეამკობენ მათ. ხელში კი „აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დროშებს დაიჭერენ“.
მეორე აქციის, "ჩვენი გმირების გზა“, მონაწილეები 29 სექტემბერს სოხუმიდან ენგურის ხიდამდე ივლიან, სადაც, ასევე 30 სექტემბერს გეგმავენ ჩასვლას.
მსვლელობის ორგანიზატორების ინფორმაციით, მსგავს აქციებს, ისინი ბოლო 12 წლის განმავლობაში მართავენ. შარშან მსვლელობაში 80 - მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.
ამავე თემაზე:
მასალის გამოყენების პირობები