ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა ამბობს, რომ დარჩელის საბავშვო ბაღში მომხდარი
შემთხვევა, სავარაუდოდ, უშუალოდ ბაღის ხელმძღვანელობის თვითშემოქმედებაა.
მისვე თქმით, მერიის შესაბამისი სამსახური
ფაქტს შეისწავლის.
„დარჩელის საბავშვო ბაღში არ გვყავს ბაგას ჯგუფი. შესაბამისად, აქ არ არის საძინებელი ოთახები და ბავშვები არ იძინებენ. რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოს, ამ ფაქტს ჩვენ შევისწავლით. ინფორმაციის წინასწარი მოკვლევით, ეს არის უშუალოდ ბაღის ხელმძღვანელობის თვითშემოქმედება, რომელიც, რა თქმა უნდა, რეაგირების გარეშე არ დარჩება“, - აღნიშნა კაკავამ.
ამავე ინფორმაციით, დარჩელში 180 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის აშენება იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები