ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ორი პირი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.
მედიკოსების ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
„ერთ-ერთს გულმკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა და ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ხერხემალის დახურული ტრავმა, წელის მალის მოტეხილობა აღენიშნება. მისი მდგომარეობა მძიმეა, რაც შეეხება მეორეს - მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, - ამბობენ საავადმყოფოში.
ხობში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ორი
დაშავდა.მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები