აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სირიის არაბული რესპუბლიკის პარლამენტის წევრებს უმასპინძლა. დელეგაცია სოხუმში "გამარჯვების" და "აფხაზეთის დამოუკიდებლობის" აღსანიშნავად
გამართულ ღონისძიებებზე დასასწრებად ჩავიდა.
რაულ ხაჯიმბამ მადლობა გადაუხადა სირიის დელეგაციას სტუმრობისთვის და მომავალი თანამშრომლობის გაძლიერების იმედი გამოთქვა.
თავის მხრივ, სირიის პარლამენტის დეპუტატმა ჯანსეტ კაზანბამ რაულ ხაჯიმბას "პრეზიდენტის პოსტზე არჩევა მიულოცა და აფხაზეთის მთავრობას და ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა", წერს "აფსადგილ ინფო".
სირიის მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა გასული წლის მაისში აღიარა.
მასალის გამოყენების პირობები