სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) აღმასრულებელ დირექტორად ლევან წულაია დაინიშნა.
ინფორმაცია სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა. რადიო
„ათინათს“ ლევან წულაიამ უთხრა, რომ მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა სამეთვალყურეო საბჭოს ინიციატივა იყო.
„ორჯერ გამოცხადდა კონკურსი და დირექტორობის კანდიდატი ვერცერთხელ ვერ გამოვლინდა. ამის შემდეგ სამეთვალყურეო საბჭომ გადაწყვიტა, რომ კონკურსის გარეშე გამოვლენილიყო დირექტორი და ჩემი წარდგენაც მათი ინიციატივა იყო. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ახლა სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე ვმუშაობთ და წლის ბოლოს იქნება მზად, მანამდე კი ვმუშაობთ, რომ პატარ-პატარა პრობლემების იდენტიფიცირება მოხდეს, რომ შემდეგ მათ გადაჭრაზე ვიზრუნოთ“, - აღნიშნა წულაიამ.
პირველი ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც წულაია აღნიშნულ პოსტზე დაინიშნა, ვაკანტურია
სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსის პოზიცია. პრესსამსახურში განმარტავენ, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე კანდიდატს კონკურსის წესით შეარჩევენ.
მასალის გამოყენების პირობები