აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო - სამრეწველო პალატამ გერმანიის დელეგაციას უმასპინძლა, წერს „ნუჟნაია გაზეტა“.
ამავე ცნობით, შეხვედრაზე „გერმანიაში აფხაზეთის პალატის წარმომადგენლობის მუშაობის, მომავალი თანამშრომლობის, ასევე რესპუბლიკაში ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები და პრეს - ტურების ორგანიზების საკითხები განიხილეს“.
გამოცემის ინფორმაციით, "გერმანიის დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ სამშენებლო მასალის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი ლუდვიგ შვეგმანი და ჟურნალისტი დევიდ ნოაკი".
ამავე თემაზე:
საგარეო საქმეთა სამინისტრო: გერმანია არ აღიარებს დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლობებს
მასალის გამოყენების პირობები