ამერიკული „კონტი ჯგუფი“კვლავ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ აქციონერად რჩება. ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ავრცელებს დღეს მიღებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, Conti International-მა შეცვალა გადაწყვეტილება პროექტიდან გასვლის თაობაზე და შესაბამისად, კვლავ რჩება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერად,”- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამერიკული „კონტი ჯგუფის“ მიერ, რომელიც 42%-იანი წილის მფლობელია, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“
დატოვების შესახებ 15 აგვისტოს გახდა ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები