ზუგდიდელმა ახალგაზრდა მომღერალმა თამუნა ლილუაშვილმა ამერიკაში გამართულ მუსიკალურ ფესტივალ “ნიუ-იორკის მარგალიტ 2019”-ში გაიმარჯვა და გრანპრი მოიპოვა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუქზე მომღერალი თავად წერს.
“გავიმარჯვეთ. ავიღეთ გრანპრი, 1 ადგილი, ორ ქვეყანაში მოწვევა: იტალიაში და რიგაში”,- წერს ლილუაშვილი.
მიმდინარე წლის ივლისში, ამერიკაში, კალიფორნიის შტატში გამართულ საერთაშორისო მუსიკის ფესტივალზე ზუგდიდელი
თამუნა ლილუაშვილი “მსოფლიო ჩემპიონის ვარსკვლავი Wcopa 2019“ გახდა. მომღერალმა ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
მასალის გამოყენების პირობები