მარტვილის სოფელ სალხინოს მიმდებარედ, ტყეში ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
აქ დილიდან ადგილზე 50-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ამის შესახებ რადიო
„ათინათს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს. ამავე ცნობით, დასახლებულ ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ეცერისა და ცხუმარის მიმდებარედაც.
მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება 304-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტყის ან ნარგავების დაზიანებას/განადგურებას გულისხმობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
ამავე ცნობით:
მასალის გამოყენების პირობები