ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციის მომხრეებს სურთ შესასვლელ კარზე ბოქლომის დადება, ამის საშუალებას მათ იქვე შეკრებილი "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არ აძლევენ.
აქვე არიან ბიბლიოთეკის თანამშრომლები, რომლებიც ასევე შეეწინააღმდეგნენ ბოქლომის დადების მცდელობას. აქცია სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე იმართება. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდაცავები.
ოპოზიციის მომხრეები საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი, დეპუტატი მერაბ ქვარაიაც იყო.
ამავე თემაზე:
ბათლომე შელია: დღევანდელი დღე დასტურია იმისა, რომ ააიპ-ებში მმართველი პარტიის აქტივისტები არიან
მასალის გამოყენების პირობები