გაგრაში მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რაც ორ მოქალაქეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა.
შემთხვევა 28 ნოემბერს დღის საათებში მოხდა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს - ს ინფორმაციით, პისტოლეტიდან გაისროლა 1959 წელს დაბადბულმა დ. ბარციცმა. დანაშაულის ადგილზე ამოღებული 4 ვაზნა ექსპერტიზაზეა გაგზავნილი.
სამართალდამცავები ოპერატიულ - საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებენ დამნაშავის ადგილსამყოფელის დასადგენად და მის დასაკავებლად.
დაზარალებული, 44 მამაკაცი, გულმკერდისა და ბარძაყის არეში მიყენებული ჭრილობებით, ჯერ გაგრის საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი რუსეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, წერს გამოცემა "აფსადგილ ინფო".
მასალის გამოყენების პირობები