ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ რომან მალანიას საპატიმრო გირაო, 10 000 ლარი შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
დაკავებულის ადვოკატის ჯიტა გულუას ინფორმაციით, სასამართლომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი გარემოებები გაითვალისწინა.
"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განიხილებოდა პროკურატურის შუამდგომლობა რომან მალანიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების თაობაზე, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია სს კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების შეძენას და შენახვას განსაკუთრებით დიდი ოდენობით. თუმცა სასამართლომ მიიღო მხედველობაში გარემოებები, რაც მისთვის ცხადი გახდა დაცვის მხარისგან, რომ არსებობს პოლიციის სამმართველოში ნებაყოფლობით გამოცხადებული მხარე, რომელიც აცხადებს რომ მალანიამ მოცემულ ნარკოტიკულ საშუალებებზე არ იცოდა არაფერი, მას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა აღნიშნულის თაობაზე. უბრალოდ, რატომღაც გადაწყვიტა რომ დაებრალებინა თავის თავზე. შესაბამისად, არსებობს მეორე მხარე, რომელიც აღიარებს და დეტალებში მიუთითებს, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ეკუთვნის მას. ამის გათვალისწინებით სასამართლომ გადაწყვიტა შეეფარდებინა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 10 000 ლარის ოდენობით", - უთხრა გულუამ ჟურნალისტებს.
ამავე საქმეზე დღეს ბრალი წარედგინება სასულიერო პირს გიგა ქავთარაძეს. სასამართლო მის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებაზე მოგვიანებით იმსჯელებს.
ამავე თემაზე:
დაკავებული ბერის ადვოკატი: სასულიერო პირი პოლიციას თვითონ ჩაბარდა
ზუგდიდში სასულიერო პირი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს
მასალის გამოყენების პირობები