ახალი ამბები
ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს პატიმრობა შეეფარდა
ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ სასულიერო პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა
სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, რითაც პროკურორის მარიამ ქორიძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ქორიძის განცხადებით, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე არსებობს ბრალდებულის მიმალვის და მტკიცებულებების გაქრობის საფრთხე. აღნიშნულს არ დაეთანხმა დაკავებულის ადვოკატი ჯიტა გულუა. მისი თქმით, ბერი ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს და ის პოლიციაში ნებაყოფლობით გამოცხადდა.
ადვოკატი სასულიერო პირის 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვდა. მან სასამართლოს სამღვდელოების ნაწილის შუამდგომლობა და ბერის დახასიათება წარუდგინა. ჯიტა გულუა ამბობს, რომ მათთვისაც ბერის დაკავება მოულოდნელი იყო და ნარკოტიკების შესახებ არაფერი იცოდნენ.
დაკავებულმა პროცესის დაწყებისას განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს.
ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის მოქალაქე რომან მალანია და მამა სიმონი (გიგა ქავთარაძე) რამდენიმე დღის წინ დააკავეს. გამოძიება სს კოდექსის 260-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
ადვოკატი: დაკავებულ ბერს სასულიერო პირები თავდებში დაუდგებიან
მეუფე გერასიმე ზუგდიდში დაკავებულ ბერთან დაკავშირებით სასულიერო პირებს შეხვდა
დაკავებული ბერის ადვოკატი: სასულიერო პირი პოლიციას თვითონ ჩაბარდა
ზუგდიდში სასულიერო პირი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები