ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი ძმის ქონების დაზიანების გამო დააკავეს
ზუგდიდის სოფელ ინგირში ახალგაზრდა მამაკაცი ძმის სახლისა და მანქანების დაზიანების ფაქტზე დააკავეს.
მის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. შემთხვევა ახალი წლის ღამეს მოხდა.
ბრალდებულის უფლებადამცველის თანდილა ჯოლოგუას თქმით, ძმებს შორის კონფლიქტი საერთო ბიზნეს ეხებოდა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდანაც გაისროლა, რაზეც ადვოკატი ამბობს, რომ ის უბრალოდ ახალ წელს აღნიშნავდა.
მომხდართან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება ორი - 236-ე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის და 187-ე, სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები