ზუგდიდში 22 წლის შშმ ქალის გაუპატიურების ბრალდებით 65 წლის მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული და
დაზარალებული მეზობლები არიან, ფაქტი კი გასული წლის ზაფხულში მოხდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 1955 წელს დაბადებული 1 პირი დღეს დააკავა. ის ბრალდებულია სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. უწყების ცნობით, სავარაუდო მსხვერპლის და ბრალდებულის ახლობლების დაპირისპირების თავიდან არიდების მიზნით პოლიციამ პრევენციული ღონისძიებები გაატარა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 3 პირი.
მასალის გამოყენების პირობები