ჭადრაკში საქართველოს სასკოლო ჩემპიონატის ერთ-ერთი გამარჯვებული ზუგდიდელი მოსწავლე გახდა
თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს სასკოლო ჩემპიონატი 7, 9, 11 და 13 წლამდე მოჭადრაკეთა შორის გაიმართა. ჩემპიონატზე 13 წლამდე ჭაბუკთა შორის
ზუგდიდელმა მოჭადრაკემ ნიკოლოზ შამათავამ (მწვრთნელი: მადონა ბოკუჩავა) გაიმარჯვა. მან ტურები დაუმარცხებლად განვლო და 7.5 ქულით ჩემპიონის ტიტულთან ერთად ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
7 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში მეორე ადგილის მფლობელი კი თენგიზ ბეჭვაია ( 6,5 ქულა) გახდა.
წელს ჩემპიონატზე მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. მასში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 234 მოჭადრაკე მონაწილეობდა.
მასალის გამოყენების პირობები