აბაშაში უბედური შემთხვევა მოხდა. 41 წლის მამაკაცს ხის ჭრისას, მოჭრილი ხე დაეცა და მძიმედ დაშავდა. ის ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"მეზობლის, მეგობრის სახლში ჭრიდა ხეს. ელექტრო ხერხი ჩააქრო, დადო და სწორად იმ მხარეს გაიქცა, საითაც ხე წავიდა, მის ქვეშ მოჰყვა. ვფიქრობთ დაიბნა... თავდაპირველად აბაშის საავადმყოფოში გადავიყვანეთ, თუმცა მალევე წავედით ქუთაისში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, შინაგანი ორგანოები ჰქონია დაზიანებული. ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა სოფელში, 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა", - უთხრა რადიო "ათინათს" სოფლის რწმუნებულმა მურთაზ ჯალაღონიამ.
შს სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება, 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები