50 Best Explores-ი საქართველოში მოგზაურობას იწყებს, რომელშიც მსოფლიოში ცნობილი შეფ-მზარეულები და სომელიები შევლენ. ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, მათ შორის, სამეგრელო-სვანეთს ეწვევიან.
მოგზაურობის ფარგლებში 50 Best-ი გადაიღებს ფილმებს სერიებად საქართველოზე, რომელიც ივლისში გავა ეთერში. ამასთან, შეფ-მზარეულები და სომელიები დააგემოვნებენ ქართულ კერძებს და სასმელებს. გარდა ამისა, მკვლევარები გაეცნობიან ჩვენი ქვეყნის კულტურას და ბუნებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაცია theworlds50best-ის საიტზე ვრცელდება.
50 Best Explores-ი საუკეთესო მზარეულებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც მოგზაურობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და იღებენ ფილმებს კულინარიაზე.
მასალის გამოყენების პირობები