ზუგდიდში, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მედიკოსების ინფორმაციით, მას ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული. ამავე ცნობით, ის უკვე გაწერეს ბინაზე
და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები