შუა ხორგის გამგეობის შენობის მინის ჩამსხვრევისთვის მამაკაცი დააკავეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული ლ.ჯ. სხვისი ნივთის
დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში გამგეობის შენობის ფანჯრის მინები ჩაამსხვრია. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - აცხადებენ უწყებაში.
არსებული ინფორმაციით, აღნიშნულმა მამაკაცმა მისი სოფლიდან ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანა გააპროტესტა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები