ახალი ამბები
მინისტრი - პოსტკრიზისულ პერიოდში უფრო მეტი დატვირთვა ეძლევა როგორც ფოთის პორტს, ასევე ანაკლიის პორტს
ეკონომიკის მინისტრი თვლის, რომ პოსტკორონა პერიოდში ანაკლიას უფრო მეტი კომერციული მიმზიდველობა ექნება. ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, პოსტკრიზისულ პერიოდში ინვესტორების ნომერ პირველი არჩევანი იყოს.

„პოსტკრიზისულ პერიოდში ჩვენი საინვესტიციო სტრატეგია აწყობილი იქნება , რომ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოვიზიდოთ, გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი გლობალური კომპანია ცვლის თავის წარმოების ლოკაციებს. ხდება გადატანა ტრადიციული ინდუსტრიული ჰაბებიდან წარმოების და ჩვენ გვაქვს შესაძლებობა, რომ ვიყოთ მათთვის ნომერ პირველი არჩევანი და ჩვენთან გადმოვატანინოთ დივერსიფიკაციის პროცესში წარმოებები. ამ თვალსაზრისით საქართველოს მიმზიდველობა ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად განპირობებულია იმით, რომ ვართ სწორ გეოპოლიტიკური მდებაროების ქვეყანა, შავ ზღვაზე გვაქვს გასასვლელი და განვითარებული საპორტო ინფრასტრუქტურა არის ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობა. აქედან გამომდინარე, პოსტკრიზისულ პერიოდში უფრო მეტი დატვირთვა ეძლევა როგორც ფოთის პორტს, ასევე ანაკლიის პორტს და ნებისმიერ საპორტო ინფრასრუქტურას, რაც იქ განვითარდება. როგორც კი საშუალება მოგვეცემა, ტენდერს გავმართავთ, ამაზე ვმუშაობთ. რაღაც პერიოდი ეპიდემიამ შეგვიშალა ხელი, მაგრამ პირველივე შესაძლებლობის შემთხევავაში განვაახლებთ მუშაობას საფინანსო ინტიტუტებთან და ტენდერს აუცილებლად გავმართავთ. პოსტკორონა პერიოდში ამ მიზეზით რომ ჩვენი ლოგისტიკური მდებარეობა არის ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობა, თუ რატომ გადმოვლენ აქ კომპანიები, ანაკლიას უფრო მეტი კომერციული მიმზიდველობა ეძლევა, ხოლო როგორც სტრატეგიული პროექტი ჩვენთვის ეს კვლავაც მნიშვნელოვანია“,- განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ქვეყნის სტრატეგიული პროექტი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.