ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში ავარიას ორი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა,
რის შედეგადაც მანქანაში მყოფი ორივე პირი დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები