ზუგდიდის საავადმყოფოში, სავარაუდოდ, ოკუპირებულ აფხაზეთში დაჭრილი მამაკაცი შეიყვანეს
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, სავარაუდოდ, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დაჭრილი მამაკაცი წუხელ გვიან ღამით შეიყვანეს.
შუახნის მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან ფეხის არეში აქვს მიყენებული. ის ჰოსპიტალში თვითდინებით შევიდა. მამაკაცის დაჭრასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება. მათ შორის, საუბარია, რომ ის ე.წ. საზღვრის კვეთის დროს დაიჭრა.
ექიმების ინფორმაციით, მას სამედიცინო მომსახურება გაეწია, რის შემდეგაც ქუთაისში, სამედიციო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები