ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, გუშინ გვიან ღამით დაჭრილ მამაკაცთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცხელი ხაზი გაააქტიურა.
უწყების ცნობით, დამატებითი დეტალების გასარკვევად აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დაჭრილი შუახნის მამაკაცი წუხელ გვიან ღამით
შეიყვანეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან ფეხის არეში აქვს მიყენებული. ის ჰოსპიტალში თვითდინებით შევიდა. მამაკაცის დაჭრასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია ვრცელდება. მათ შორის, საუბარია, რომ ის ე.წ. საზღვრის კვეთის დროს დაიჭრა.
ექიმების ინფორმაციით, მას სამედიცინო მომსახურება გაეწია, რის შემდეგაც ქუთაისში გადაიყვანეს.
მასალის გამოყენების პირობები