საოკუპაციო ძალების მიერ 3 ივლისს დაკავებული 21 წლის ახალგაზრდა გაათავისუფლეს. მისი ოჯახის ინფორმაციით,
ტატო ზარქუა უკვე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
ინფორმაცია რადიო
"ათინათს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც დაუდასტურეს.
ახალგაზრდის
გატაცების შესახებ 4 ივნისს გახდა ცნობილი. მანამდე ზარქუა ზუგდიდის სოფელ რიყეში ნათესავის სახლში სტუმრად იმყოფებოდა. ოჯახის წევრების განმარტებით, საოკუპაციო ძალებმა ის ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები