ზუგდიდში მამაკაცი არასრულწლოვანი ნათესავის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს
ზუგდიდში არასრულწლოვანი ნათესავის გაუპატიურების ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.
როგორც დაკავებულის ადვოკატმა "ათინათს" უთხრა, მამაკაცი ბრალს კატეგორიულად უარყოფს.
"გოგო ამბობს, რომ ეს ამბავი მოხდა ერთი წლის წინ, ახლა კი გაამჟღავნა. ნათესავებიც, მეზობლებიც დარწმუნებულები არიან რომ ეს ბიჭი ამას არ იზამდა. ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით", - ამბობს ადვოკატი.
ჯიტა გულუას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ.
მომხდარზე გამოძიება 137-ე, გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები