დღევანდელი მონაცემებით სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება - განათლების მინისტრი
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება. ასევე, ჩვეულ რეჟიმში დაიწყება სწავლა უნივერსიტეტებშიც.
"დღევანდელი ეპიდისტუაციის გათვალისწინებით, სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება 15 სექტემბერს, ასევე უნივერსიტეტებშიც. დღევანდელი მონაცემებით, სასწავლო წელი დაიწყება ჩვეულ რეჟიმში და სასწავლო ოთახებში, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის და საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება აქტუალური", - თქვა ჩხენკელმა.
პანდემიის საფრთხის თავიდან ასაცილებლად საქართველოს სკოლებში სწავლა 2 მარტს შეწყდა და სასწავლო პროცესი დისტანციური კურსით ჩანაცვლდა.
მასალის გამოყენების პირობები