სოფელ საჩინოში
ტრაქტორის გადაბრუნების შედეგად დაშავებულები წალენჯიხის და ზუგდიდის საავადმყოფოებში არიან მოთავსებულები.
ექიმების ინფორმაციით, ამ ეტაპისტვის მათ სიცოხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ექვსი დაშავებული თავდაპირველად წალენჯიხის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ოთხი მათგანის ზუგდიდში გადაყვანა გახდა საჭირო.
“ამ ეტაპისთვის ჩვენთან 2 პაციენტი რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურია და მიმდინარეობს დაკვირვება“, - აღნიშნა მარინე კვირკვიამ.
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ამბობენ, რომ მათთან მოთავსებული ოთხივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. აღენიშნებათ მრავლობითი დაზიანებები და უტარდებათ კვლევები.
ინფორმაციისთვის, დღეს დილით TE16-ის ტიპის ტრაქტორს, რომელსაც მუშები გადაჰყავდა, საბურავი გაუსკდა და გადაბრუნდა. შედგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ექვსი დაშავდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები