ზუგდიდში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო
ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე, მაღაზია "ლიბრესთან" მამაკაცი დაჭრის ფაქტზე შს სამინისტრომ საქმე ორი მუხლით აღძრა. კერძოდ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.
თამარ მეფის ქუჩაზე მამაკაცი გვიან ღამით მუხლის არეში დაჭრეს. ის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული, თუმცა მედიკოსების ცნობით, მას ოპერაცია არ დასჭირდა.
მასალის გამოყენების პირობები